top of page

AI და ციფრული მარკეტინგი: ხელოვნური ინტელექტი ციფრულ მარკეტინგში

ხუთ, 26 ნოე

|

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

როგორ ცვლის AI მარკეტინგის ტრადიციულ მეთოდებს და რამდენად ეფექტურია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კონტენტის შექმნასა და აუდიტორიის ანალიზში.

AI და ციფრული მარკეტინგი: ხელოვნური ინტელექტი ციფრულ მარკეტინგში
AI და ციფრული მარკეტინგი: ხელოვნური ინტელექტი ციფრულ მარკეტინგში

დრო & ადგილი

26 ნოე. 2026, 19:00 – 21:00

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, 82 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0179, საქართველო

ღონისძიების შესახებ

შეხვედრის თემა იქნება AI და ციფრული მარკეტინგი - ხელოვნური ინტელექტი ციფრულ მარკეტინგში.

დღეს AI-ს გამოყენება მარკეტინგში უკვე ყოველდღიურობაა. კონტენტისა და ვიზუალების შექმნიდან დაწყებული, რეკლამების დაგეგმვითა და აუდიტორიის ქცევის ანალიზით დასრულებული - ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ რუტინას ამცირებს და კამპანიების მართვას ბევრად უფრო მოქნილს ხდის.

შეხვედრაზე სპიკერები პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განიხილავენ, რა მუშაობს რეალურად, სად გვეხმარება AI ყველაზე მეტად და რა უნდა გაითვალისწინონ მარკეტერებმა.

შეხვედრის სპიკერები:

  • ალექსანდრე ჩომახიძე - ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, AI და ციფრული სტრატეგიის კონსულტანტი

  • მარიამ ბებიაშვილი - minds&marketing-ის დამფუძნებელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

გაზიარება

bottom of page